გერმანიაში, კერძოდ ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, მიგრაციისა და დევნილთა ოფისთან აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩემოდანში იყო ჩამონტაჟებული.
დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.