LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მეგობრული ურთიერთობების დაკანონება სურთ

110
person-people-wine-meal-drink-red-wine-1339000-pxhere.com-

გერმანიაში გეგმავენ, რომ ადამიანთა პარტნიორობის ახალი მოდელი დააკანონონ, მოდელი რომელიც რომანტიკულ ურთიერთობებთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, ამით სარგებლობას შეძლებენ პენსიონერები, რომლებიც ერთ ბინას ქირაობენ, რათა ერთმანეთს სახლის საქმეებში დაეხმარონ. ისინი მიიღებენ დაახლოებით იმავე უფლებებს, რომელიც როგორც წესი, ქორწინებაში არსებობს. მათ შორის იქნება იჯარის გაფორმების სიმარტივე თუ მეზობლის სამედიცინო დოკუმენტებთან წვდომა.

ახალი უფლებების იმედი უნდა ჰქონდეთ მათაც, ვინც ერთად არ ცხოვრობს. მაგალითად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ბავშვებს ყურადღებას მორიგეობით აქცევენ. მაგალითად, ერთ-ერთი პარტნიორის სიკვდილის შემთხვევაში, მეორე ბავშვზე მეურვეობის უფლებას გაიფორმებს და ამას ძალიან მარტივად გააკეთებს.

იმისათვის, რომ ახალი წესები ძალაში შევიდეს, გერმანიის იუსტიციის სამინისტრო საოჯახო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები