LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მეგობრული ურთიერთობების დაკანონება გადაწყვიტეს

121
44658319_6

გერმანიაში 2025 წლიდან იურიდიულად დააკანონებენ პარტნიორობის მოდელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რომანტიკული ურთიერთობები არ აკავშირებს. მაგალითად, ამით სარგებლობას შეძლებენ პენსიონერები ანდაც მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთად ქირაობენ ბინას, რათა ერთმანეთს საოჯახო საქმეებში დაეხმარონ. სიახლის შესახებ The Global Herald წერს.

ინიციატივას სახელად „პასუხისმგებლობიანი მეგობრობა“ ეწოდა. მისი გაფორმება მაქსიმუმ 6 ადამიანს შეეძლება. „კანონიერი მეგობრები“ ბევრ ისეთ უფლებას მიიღებენ, როგორიც ამჟამად მხოლოდ ქორწინებაში არსებობს – საერთო იჯარის გაფორმებით დაწყებული, სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომით დასრულებული.

პარტნიორობის ახალი მოდელი 4 დონიან სისტემას შექმნის. ყველაზე დაბალ დონეზე მხოლოდ მარტივი იურიდიული უფლებების განაწილება იქნება შესაძლებელი, ყველაზე მაღალ დონეზე კი სია გაფართოვდება.

ამასთან, პასუხისმგებლობიანი მეგობრობა მემკვიდრეობას არ გულისხმობს და მეზობლის სიკვდილის შემთხვევაში მის ქონებას ტრადიციულად, ისევ ახლო ნათესავები მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები