LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მართვის მოწმობას ავტობუსის წლიურ აბონემენტში ცვლიან

34
germanautonews

გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკის მთავრობამ მოსახლეობას საინტერესო შეთავაზება გაუკეთა –  წლიური აბონემენტი მართვის მოწმობის სანაცვლოდ. ზოგადად, ასეთი ბილეთის ღირებულება 620 ევროს შეადგენს.

ამ გზით ქალაქში კერძო ტრანსპორტის შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას იმედოვნებენ.

უფასო მგზავრობის მსურველებს მართვის მოწმობაზე სამუდამოდ უარის თქმა მოუწევთ. ამიტომ მერია იმედოვნებს, რომ პროგრამაში მონაწილეობას ძირითადად ლიუბეკის ხანდაზმული მოსახლეობა მიიღებს.

გაცვლითი პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება და მომავალი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობის გაზრდას ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს, მაგალითად პრაღაში ავტობუსი და მეტრო ნისლიან დღეებში უფასოა, ხოლო პარიზში კი 18 წლამდე მოსახლეობა მგზავრობის საფასურს უკვე კარგა ხანია აღარ იხდის.

ბრიუსელი კიდევ უფრო შორს წავიდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 წლამდე ადამიანებისთვის უფასო გახადა. ხოლო ლუქსემბურგში მგზავრობის საფასური აბსოლუტურად ყველასთვის გააუქმეს.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა მთელს ევროკავშირში მოქმედებს. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილების გამონაბოლქვი 37,5%–ით უნდა შემცირდეს, სატვირთოების კი მინიმუმ – 30%–ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები