LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება: სად უნდა დარეგისტრირდეთ

2534
pasporti

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება.

გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს საათში 9.5 ევროს გადაუხდიან

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე workabroad.moh.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები