LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმების ადგილის თვითნებურად დატოვების გამო, 2 ქართველს შესაძლოა სანქციები დაეკისროს

180
ed035dae0047ec682d38f062464abc47-XL

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ ორ მოქალაქეს, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქცია დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს.

„დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და სათანადოდ კონტრაქტის სხვადასხვა სახით დარღვევისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა სახის სანქცია, რომლის აღსრულებაც ხდება გერმანელი დამსაქმებლისა და გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უწყებების მიერ“, – ამბობენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე მძიმე სამუშაო პირობებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები