LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

232
Untitled design (1)

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.

ფაქტი 9 იანვარს მოხდა.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე იმავე დღეს დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.

დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები