Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანიაში ბერლინის გარშემო ველოტრასა გახსნეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ბერლინის გარშემო ველოტრასა გახსნეს

37
berlinbcle

გერმანიაში გახსნეს ველოსიპედის ტრასა, რომელიც ბერლინს წრეს არტყავს და 330 კილომეტრზეა გადაჭიმული. მარშრუტი ულამაზეს ლანდშაფტებს და უძველეს სასახლეებს მოიცავს.

ახალ ტრასას სახელად Rund um Berlin ანუ „ბერლინის გარშემო“ ეწოდება და ის ძირითადად ბრანდენბურგის მიწაზეა განთავსებული, გზის დიდი ნაწილი მდინარე ჰაფელს მიუყვება.

ტრასა 11 ნაწილადაა დაყოფილი და თითოეული მონაკვეთი 13–დან 56 კილომეტრამდე მანძილს მოიცავს. ველოტრასის მასშტაბით 29 რკინიგზის სადგურია განთავსებული, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს რომ ნებისმიერ მომენტში ველოსიპედიდან მატარებელზე გადასხდნენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში კი ქვეითებისთვის განკუთვნილი ახალი მარშრუტი „ბალტიის ტყის ბილიკი“ გაჩნდა, რომელიც ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნაციონალურ პარკებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები