LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ამანათებს ელექტრომანქანებით დაარიგებენ

18

გერმანელები ამანათების დასარიგებლად Ford-ის ელექტროფურგონებს გამოიყენებენ. 2017 წლის ბოლოსთვის საფოსტო კომპანია Deutsche Post Hdl Group – Ford Transit-ის ბაზაზე აწყობილ 150 ავტომობილს მიიღებს. 2018 წლისთვის კი ფურგონთა რაოდენობა 2500-მდე გაიზრდება და ისინი თითქმის მთელ ქვეყანას მოემსახურებიან. ავტომობილები თანამედროვე ელექტრო ელემენტებზე იმუშავებენ რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ერთი დამუხტვით 80-დან 200 კილომეტრამდე მაინც გაიარონ. “ford”-ის გამოთვლით, თითოეული ასეთი ავტომობილი წელიწადში 1900 ლიტრ დიზელს დაზოგავს, რაც ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს. საინტერესოა, რომ მოდიფიცირებული ფურგონი 200-მდე ამანათს იტევს და საფოსტო კომპანიის ავტომობილებს შორის ყველაზე დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები