LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში 5G სასწრაფო დახმარება ამუშავდა

130
thumb_1024x663_emergency-vehicle-in-germany-fotor-20230717111121

გერმანიაში გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელიც 5G ქსელითაა აღჭურვილი. მისი დახმარებით ექიმებს პარამედიკოსების ხელმძღვანელობა საავადმყოფოდანვე შეუძლიათ. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილი ყველა საჭირო მოწყობილობით და პაციენტის მონაცემები საავადმყოფოში მყისიერად გაიგზავნება, ექიმებიც ყველაფრის გაშიფვრას ავადმყოფის მიყვანამდე შეძლებენ.

სასწრაფო ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. შესაბამისად, საავადმყოფოში მყოფ მედიკოსებს მანქანაში მიმდინარე ყველა მოვლენის დეტალურად ნახვა შეუძლიათ და მითითების გაცემასაც რეალურ დროში შეძლებენ. თუმცა, ეს ფუნქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ტესტირების პროცესშია.

5G სასწრაფო დახმარების დამსახურებით უფრო კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც საავადმყოფოებიდან თუ სამედიცინო ცენტრებიდან მოშორებით ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები