LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში 12 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია 2022 წელს დაიწყება

68
1

გერმანიაში 12 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველი კვარტლიდან გახდება შესაძლებელი.

ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა და იმედი გამთქვა, რომ მოზარდებში ვაქცინაციის ნებართვას მარეგულირებლები მალე გასცემენ.

ჯანდაცვის სექტორში ასევე აღნიშნავენ, რომ ოფიციალური რეკომენდაციის გაცემას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

“ვიმედოვნებ, 2022 წლის დასაწყისში 12 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება, ამით ჩვენ შეგვიძლია უკეთ დავიცვათ ახალგაზრდები.” – განაცხადა შპანმა.

შეგახსენებთ, ვაქცინების მწარმოებელმა კომპანია “ფაიზერმა” გუშინ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა – კომპანიაში აცხადებენ, რომ “ფაიზერის” კოვიდვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებში ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს და ის სრულიად უსაფრთხოა.

კომპანია უახლოეს პერიოდში აპირებს, კვლევის შედეგები სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაუდებელი გამოყენების დამტკიცებისთვის წარუდგინოს.

ამასთან ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ მას არ შეუძლია განსაზღვროს ვაქცინაზე ნებართვის გაცემის სავარაუდო ვადები.

“ფაიზერის” ახალი კვლევა: ვაქცინა 5-დან 11 წლამდე მოზარდებშიც უსაფრთხოა და ძლიერ იმუნიტეტს ქმნის

ინგლისის სკოლებში 12-15 წლის მოზარდებს კოვიდვაქცინის პირველ დოზას შესთავაზებენ

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები