LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია რუსეთის უმსხვილესი ბანკის მიმართ სანქცირების მთავარი წინააღმდეგია: Bloomberg

312
skynews-sberbank-russian-bank_5682282

რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა – წერს Bloomberg-ი.

გამოცემის მიხედვით, ბერლინი უარზეა SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიაში რუსეთის უდიდესი ბანკი “სერბანკიც” მოხვდეს.

Bloomberg-ი წერს, რომ ბოლო დღეებში ჩატარებულ დიპლომატიურ შეხვედრებზე გერმანიამ დასავლეთს ამ ნაბიჯის გადადგმისას არაერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ და აღნიშნა, რომ მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროპის ენერგეტიკაზე.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე თქვა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან ამას “არსებითი მნიშვნელობა” აქვს ევროპული ეკონომიკისთვის და ცხადყოფს, რომ რუსეთიდან ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება “გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა”.

“გერმანიის პოზიციამ შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეების ერთიან პოზიციაში, დასაჯონ რუსეთი უკრაინასთან ომის გამო,” – წერია სტატიაში.

აქვე ნათქვამია, რომ მიუხედავად გერმანიის მოულოდნელი განცხადებისა, რომ ის დააჩქარებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას, ქვეყანა კვლავ კრიტიკას იღებს იმის გამო, რომ ცდილობს დაიცვას თავისი ეკონომიკა.

ფოტო: SkyNews