LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია რუსეთის ელჩს საგარეო უწყებაში იბარებს

43
c26626b525498d99a742336eab9505ef_XL

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ელჩი, სერგეი ნეჩაევი უწყებაში დაიბარეს.  ამის შესახებ ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამოცხადებასთან დაკავშირებით იბარებენ.

სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ მოსალოდნელია, რომ რუსეთის ელჩები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გამოიძახონ.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩები უკვე დაიბარეს იტალიამ და ბელგიამ.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“.

დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები