LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია მთელ ევროპას ეჯიბრება

53
E-Klasse mit PEMS(Portable Emission Measurement System)-Anlage// E-Class with PEMS(PortableEmission Measurement System) device

გერმანიამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს აჯობოს და გამონაბოლქვის ნულოვან დონეს დაგეგმილზე 5 წლით ადრე მიაღწიოს.

ფედერაციაში ეკოლოგიაზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და მიზნის მისაღწევად ყველა სფერო გაერთიანდება. უკვე 2030 წლისთვის გამონაბოლქვი ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით უფრო ნაკლები უნდა იყოს. ქარხანა მწარმოებლების მიერ ჰაერის დაბინძურება 45%-ით უნდა შემცირდეს, ტრანსპორტმა კი გარემოში 50%-ით ნაკლები გამონაბოლქვი უნდა გამოყოს.

ევროკავშირი გეგმავს, რომ ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის დონეს 2050 წლისთვის მიაღწიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარემო აღარ დაბინძურდება და კლიმატის ცვლილებაც შეწყდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ევროპამ მიზნის მიღწევა 25%-ით შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები