LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია მოუწოდებს საუდის არაბეთს, არ დააფინანსოს ვაჰაბიტური მეჩეთები

42

გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა მოუწოდა საუდის არაბეთს, შეწყვიტოს რადიკალი ისლამისტების მხარდაჭერა და აღარ დააფინანსოს სხვა ქვეყნებში ვაჰაბიტური მეჩეთები.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაზეთ Bild-თან ინტერვიუში გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანიაში ბევრი საშიში ისლამისტი საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული ვაჰაბიტური მეჩეთებიდან ჩამოდიან.

ბერლინში საუდის არაბეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ქვეყანა დაინტერესებულია ახალგაზრდების რადიკალიზმში ჩაბმის წინააღმდეგ ბრძოლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები