Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი: საით წავა არაბიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი: საით წავა არაბიძე

77

დონეცკის “შახტარმა” გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. “შახტარის” აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა ხორხე რაფომ 19 წლის შემტევის პირველ გუნდში დაწინაურების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დონეცკური გუნდიდან მიდის და დღემდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

ახლახან უკრაინული ინტერნეტგამოცემა “სპორტანალიტიკი” ამტკიცებდა, თითქოს, საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას ლვოვის “კარპატიში” გააგრძელებდა. ამაზე არაბიძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა – რა თქმა უნდა, იქ არ გადავდივარო!..

შეგახსენებთ, რომ უეფამ არაბიძე საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის “10 აღმოჩენას” შორის დაასახელა. ასეთი სტატუსის მქონე მოთამაშეებზე სელექციონერები უმალვე აქტიურდებიან.

 

“გიორგი ამჟამად “შახტარში” ვარჯიშობს. რუსული კლუბების გარდა, მის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ გერმანიის ბუნდესლიგის, ჰოლანდიისა და ესპანეთის კლუბები. წესით, საკითხი სექტემბრის დასაწყისამდე უნდა გადაწყდეს.
დაახლოებით ვიცი, რომელია უფრო რეალური ვარიანტი, მაგრამ გუნდის დასახელებას არ ვიჩქარებ. მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ “კარპატიში” იჯარით გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია. თუ გიორგი უკრაინაში დარჩება, მხოლოდ “შახტარში” ითამაშებს”, – ამბობს მენეჯერი მიხეილ მეტრეველი, რომელიც არაბიძესთან დაახლოებული პირია.

 

გაზეთი „ლელო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები