LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა ტურისტმა ქუთაისში ნაპოვნი საფულე მფლობელს დაუბრუნა: „ესაა ჩემთვის ევროპა, ესაა ჩემთვის ევროპული აზროვნება…“

314
ტურისტი

ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე აქვეყნებს ფოტოამბავს, საიდანაც ირკვევა, რომ გერმანელმა ტურისტმა ქუთაისში ნაპოვნი საფულე პატრონს დაუბრუნა.

„ეს პოლიციის შენობაა? იკითხა ასაკოვანმა ტურისტმა, რომელიც მერიის შენობასთან ველოსიპედით მოვიდა. არა, ქალბატონო, ადგილობრივი ხელისუფლების შენობაა – ვუთხარი მე. შენ ვინ ხარ, მე ჟურნალისტი-თქო. ჰოდა საფულე ვნახე და პოლიციაში მინდოდა მიტანა, პირადობაც საფულეში დევს და რადგან ჟურნალისტი ხართ, იქნებ, იცნობდეთ კიდეცო.

რამდენიმე თვითმხილველთან ერთად გავხსენით საფულე, პირადობის მოწმობით გავარკვიეთ, რომ მესაკუთრე ქუთაისელი ახალგაზრდა იყო, facebook-ში მივწერე, რომ მისი საფულე, დოკუმენტებით და ფულით ჩვენთან იყო. მოვიდა, წაიღო და მადლობელიც დარჩა.

გერმანელ ტურისტზე კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ესაა ჩემთვის ევროპა, ესაა ჩემთვის ევროპული აზროვნება, ესაა ჩემთვის ხვალინდელი დღე. მე რას ვიზამდი უცხო ქვეყანაში, საფულე რომ მენახა ფულით? კი, იმას, რასაც შენ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები