LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა ტიუნერებმა BMW M2-ის ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინეს

48

გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ – Lightweight, რომელიც ძირითადად სპორტული სისტემების შექმნითაა დაკავებული, BMW-ს კუპე M2-ის გაძლიერებული ვერსია წარმოადგინა. მოდელის ძრავის სიმძლავრე 74 ცხენის ძალით გაიზარდა.

სამლიტრიანი, ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავი 370 ერთეულიდან 444 ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრა. ავტომობილის სიჩქარე 250 – 300 კმ/სთ სიჩქარეს შეადგენს.

გარდა ამისა, ტიუნერებმა მთლიანად შეცვალეს ავტომობილის გამოსაბოლქვი სისტემა ტიტანის მასალით, ასევე გამოყენებულ იქნა BMW M4-ის სარკეები და უკანა ძარაზე დამაგრდა ანტიფრთა. განახლებული მოდელი აღჭურვილია 380 მმ-იანი დისკებით. ინტერიერი გაცილებით სპორტულია. სავარძლები დამზადებულია პრემიუმ მატერიალით.

მოდელის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. გერმანიაში BMW M2-ის სტანდარტული ვერსია 56,700 ევრო ღირს.