LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი დიჯეი, ბასიანს მხარდაჭერას უცხადებს

96

თბილისის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ განვითარებული მოვლენებს ეხმიანება ცნობილი დიჯეი ბენ ქლოქი.

გერმანელი მუსიკოსი სოციალურ ქსელში თბილისის კლუბურ ცხოვრებას მხარდაჭერს უცხადებს და წერს: ბასიანი მაგრად დადექი, ჩემი მხარდაჭერა ბერლინიდან.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10156127029446675&id=60928281674

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები