გერმანულმა კომპანიამ MANN+HUMMEL ავტომობილების ფილტრაციის სისტემის ექსპერიმენტული საველე ცდები დაიწყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე ქალაქებს მტვრით დაბინძურებისგან დაიცავს.
სატესტო Volkswagen Passat, რომელიც კომპანიამ შტუტგარტის ქუჩებში გამოიყვანა, სამი ინოვაციური ფილტრით არის აღჭურვილი: მტვრის ნაწილაკების წმინდა ფილტრით, სალონის უნიკალური ფილტრითა და სამუხრუჭე დისკების ფილტრებით.
წმინდა ფილტრი, რომელიც ავტომობილის სახურავზეა დამონტაჟებული, ჰაერიდან მყარ ნაწილაკებს ყოფს. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია პრაქტიკულად მთლიანად მოვიშოროთ მავნე ნივთიერებები, რომლებიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. ახლა ამ ყველაფერს პრაქტიკაში ცდიან.
რაც შეეხება სალონის ფილტრს აქტიური ნახშირით, ის ჰაერს აზოტის ოქსიდიდან და სხვა მავნე აიერებისგან ათავისუფლებს. მასში სპეციალური დამცავი ფენა და ნანო ბოჭკოები გამოიყოფა, რომელიც ამიაკისგან, მძიმე მეტალებისგან და მტვრისგან იცავს გარემოს.
რაც შეეხება სამუხრუჭე დისკების ფილტრს, ის მტვრის ნაწილაკებს აკავებს, რომლებიც ხშირი დამუხრუჭებისას წარმოიქმნება. მისი გამოყენება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება სამუხრუჭე სისტემისდა მიუხედავად.