გერმანიაში ქორწინების საშუალო ასაკი ამჟამად მამაკაცებისთვის 35 წელი, ხოლო ქალებისთვის 33 წელია. ეს კი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
უახლეს მონაცემებს ფედერალური სტატისტიკის მართვის სააგენტო ავრცელებს. (linki) 20 წლის წინ ეს ციფრები 3,3 და 3,8 წლით ნაკლები იყო.
2022 წელს ახალდაქორწინებულთა 36% იყო მხოლოდ 30 წელზე უფრო ახალგაზრდა (20 წლის წინ ეს მაჩვენებელი 52% იყო). ცვლილებები ფიქსირდება +50 წლის ჯგუფშიც, მათ შორის დაქორწინებულთა მაჩვენებელი 7%-ია, როცა ადრე 1%-საც ვერ აღწევდა.
განქორწინების საშუალო ასაკიც შეიცვალა და ახალ მაქსიმუმს მიაღწია – ქალბატონთათვის 44,7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 47,8 წელს.
ამასთან, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 15 წლამდეა გაზრდილი (2002 წელს ოჯახური წყვილები ერთად საშუალოდ 12,9 წელი ცხოვრობდნენ).
ევროსტატის ინფორმაციით, გვიანი ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთში ფიქსირდება და მამაკაცებისთვის 37, ხოლო ქალებისთვის 35 წელს შეადგენს.