LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა კეთდება

50

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ნოემბრიდან ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ  გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით ახორციელებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები