LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეპის“ მამაკაცის პერანგი და „ვერა ვონგის“ ქვედაბოლო  – შერონ სტოუნის რევოლუციური ორეული 98 წლის „ოსკარზე“

5132
sheronstone

90-იანი წლებში „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე დრესკოდი კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მაგალითად  ბუკინგემის სასახლეში. წესები მკაცრად იყო გაწერილი, ყველა ვარსკვლავს, ვინც წითელ ხალიჩაზე გაივლიდა, ცნობილი ბრენდის გრძელი, მაქმანებიანი, დახვეწილი და რაც მთავარია, სპეციალურად მისთვის შექმნილი კაბა უნდა სცმოდა. ვინ, თუ არა შერონ სტოუნმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი, როცა 1998 წელს „ოსკარზე“ შოკისმომგვრელ ფორმაში გამოჩნდა.

შერონი წითელ ხალიჩაზე მაშინდელი ქმრის, ფილ ბრონშტეინის „გეპის“ პერანგითა და „ვერა ვონგის“ ატლასის ქვედაბოლოთი გამოჩნდა. მაშინ მსახიობის ამ ლუქს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა, მას „ოსკარების“ ცერემონიალის უპატივცემულობასა და დრესკოდის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი. 23 წლის შემდეგ კი მოდის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სწორედ ეს ,,ლუქი” ოსკარზე გახდა რევოლუციური, რადგან ამის შემდეგ მოდაში დიდი ზომის თეთრი ბლუზები და მასზე მორგებული ქვედაბოლოები შემოვიდა.

ცხოვრება 60 წლის შემდეგ იწყება – შერონ სტოუნისა და უცნობი, ახალგაზრდა მამაკაცის ფლირტის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ფოტო: 63 წლის შერონი შეყვარებულია? – სტოუნი უცნობ მამაკაცთან პაემანზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები