LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways, თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში იფრენს

147
Georgian-Airways-max-700

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია TASS ავიაკომპანიის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

მათი ცნობით, თბილისიდან ნიცაში ფრენები ყოველკვირეულად ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება და ბილეთის ფასი დაახლოებით $535 დოლარი იქნება.

გამოცემის თანახმად, Georgian Airways ნიცას გარდა, ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და მის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი

„აბსურდი და უსამართლობაა.. პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს“ – თამაზ გაიაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები