Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეისებს აბრუნებს. შესაბამის ინფორმაციას თავად ქართული ავიაკომპანია ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ 29 მარტიდან ვაახლებთ პირდაპირ რეისებს პარიზის მიმართულებით, კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათს და პარასკევს.
პარიზში გაზაფხული მართლაც ღვთაებრივია. ყვავილები აფერადებენ ქალაქს, რომელიც იღვიძებს ნაცრისფერი ზამთრის ძილიდან. ჰენრი მილერმა მშვენივრად თქვა: „როდესაც პარიზში გაზაფხული მოვა, ყველაზე თავმდაბალმა მოკვდავმა უნდა იგრძნოს, რომ ის სამოთხეში ცხოვრობს“.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს: https://www.georgian-airways.com/en“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.