LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში, სამ დღეში წინ 50 კილომეტრით წაიწიეს

57
B7D88805-99F6-45BB-8F02-6281FDFFDA89

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში, სამ დღეში წინ 50 კილომეტრით წაიწიეს.

შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე 45 საავიაციო და ხუთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა.

მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე – კონსტანტინოვკა, ცირკუნი, რადუშნოე, ხარკოვი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ხარკოვში დაიღუპა ორი ადამიანი, დაიჭრა ხუთი.

გენშტაბის ცნობით, სევერსკის მიმართულებით, რუსეთის არმიის მხრიდან ცეცხლის ინტენსივობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, ხოლო სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, რუსეთის არმია აგრძელებდა ცეცხლის სროლას სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამაგრებენ პოზიციებს და უზრუნველყოფენ, რომ მტერმა წინ არ წაიწიოს. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა დასახლებულ პუნქტ უდესთან, კონსტანტინოვკასთან, ვარნოპოლიესთან, მაიროსკთან და კამენკასთან.

მადლობა! ვამაყობ! – უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბალაკლეა გაათავისუფლეს

ამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სახმელეთო დაჯგუფებების მხარდაჭერით, უკრაინის ავიაციამ 20 დარტყმა მიიტანა მტრის საყრდენ პუნქტებზე, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებსა და ტექნიკაზე.

განადგურებულია სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ასევე განადგურებულია ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ვერტმფრენი „კა-52“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები