LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენპროკურორის პირველი განცხადება: შოთაძე სამართლიანობის აღდგენას და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას გვპირდება

87
936C1A1D-7F7A-4CF3-842D-1EB9E381C90D-cx0-cy15-cw0-w650-r1-s

82 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი –  ირაკლი შოთაძე პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად დაამტკიცა. კენჭისყრა ფარული წესით მიმდინარეობდა. სხდომას არც საპარლამენტო ოპოზიცია და არც თავისუფალი დეპუტატები ესწრებოდნენ.  გენერალური პროკურორის თანამდებობა შოთაძემ ექვსი წლის ვადით დაიკავა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ შოთაძემ მედიისთვის პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა პროცესი გამჭვირვალედ გაიმართა. მისი განმარტებით, როგორც კანდიდატმა, გასაუბრების დროს უპასუხა ყველა კითხვას და წარადგინა პროკურატურის ინსტიტუტის განვითარების საკუთარი გეგმა.

ვინ არის ახალი გენპროკურორი? ისევ ძველი! დიპლომიანია და „გამზრდელიც“ წაკითხული აქვს

“უპირველეს ყოვლისა მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო პარლამერნტს და საპროკურორო საბჭოს. ასევე მადლობა მედიას ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს თუ როგორ მიმდინარეობს ყველაფერი და როგორ გამჭვირვალედ წარიმართა კონკურსი.

2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა შერჩევის პროცესი და გავეცი ყველა კითხვაზე პასუხი. წარვადგინე ჩემი პროგრამა და ხედვა პროკურატურის განვითარების მიმართულებით.” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

უკვე პროკურორის რანგში, შოთაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, სამართლიანობის აღდგენასა და გამოწვევების წინაშე აქტიურად ჩართვას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები