LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია: ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი

34

გენო პეტრიაშვილმა, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ -ჟიუეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოპივა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო. მეორის სტარტზე 24 წლის გორელმა ფალავანმა უპირატესობა, ნელ-ნელა მეთოდურად გაზარდა და სბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა.

საქართველოს პირველი მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოუტანა, რომელიც ვერცხლს დასჯერდა. მანამდე კი 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ბექა ლომთაძე მონღოლ – ტუშინტულგა ტუმენბილეგთან დამარცხდა და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.

„მინდა ჩემს გულშემატკივარს – ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ჩემ საქართველოს და ჩემ ქართველ გმირებს, და მე ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, იმ ჩვენს მეომრებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები