უშგულელ გენიოსად წოდებული მხატვარი, ფრიდონ ნიჟარაძე ახლახან გარდაიცვალა. მას სოციალურ ქსელში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თამუნა გოშთელიანი იხსენებს და წერს:
„გენიოსები ასე ჩუმად და უხმაუროდ ცხოვრობენ და ქმნიან შედევრებს.
ის იყო საუკუნის მოვლენა, ის იყო ფენომენალური ნიჭიერების პატრონი, ამოუხსნელი გენია, რომელმაც თან გაიყოლა სამყაროს დიდი საიდუმლოება.
გენიოსების ხვედრია სიცოცხლეში არაღიარება, მაგრამ დადგება დრო და ბატონი ფრიდონის შემოქმედება გასცდება საზღვრებს ისე, როგორც მისი გონიერება იყო უსაზღვრო და უკიდეგანო.
მისი უნიკალური შედევრები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს დაამშვენებდა ცნობილი ეპოქალური გენიოსების გვერდით.
გვიყვარხართ, გვეამაყებით და ქედს ვიხრით თქვენ წინაშე, ბატონო ფრიდონ. ცოტა დარცხვენილებიც. ჩვენს წილ დანაშაულს, ალბათ, ყველა ვგრძნობთ დღეს, რომ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდით თქვენი არსებობის მნიშვნელობას, თუმცა ადამიანების სიყვარული არასოდეს მოგკლებიათ.
დაობლდა უშგული უთქვენოდ.
მთელი სვანეთი გულწრფელი ცრემლით გაცილებთ უკანასკნელ გზაზე.
უფალმა დაგიმკვიდროთ ცათასასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!!!“