გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ფორტუნასთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ მომხდარი ფაქტი შესაძლოა ნარკოტიკებს უკავშირდებოდეს. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.