Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს

104

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს. ბრალდებული სხდომის გადადებას და დასაფიქრებელ დროს ითხოვდა, მოსამართლემ კი ნაწილობრივ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა – რამდენიმე წუთიანი შესვენება ორჯერ გამოაცხადა და ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა.

ჭანტურია და მოსამართლე დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში კამათობდნენ სხდომის გადადების შესახებ. ბრალდებული აცხადებდა, რომ პასუხი არ გააჩნდა.

უნდოდა თუ არა ნაფიც მსაჯულებს განეხილა მისი საქმე, საბოლოოდ, გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს არ უპასუხა. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.

ცნობილია, რომ საქმეზე არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

ამასთან, ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ცნობილია, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები