LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

109
GMC

General Motors შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამერიკულმა კონცერნმა წლის დასაწყისშივე დააანონსა V8 ძრავის ახალი თაობის შემუშავება და ამ პროცესისთვის გამოყოფილი 854 მილიონი დოლარი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის განახლების შესახებ, სადაც ტრადიციული აგრეგატის მქონე მძიმე პიკაპები უნდა აწარმოონ, საწარმოსთვის მილიარდი დოლარია გამოყოფილი. და ბოლოს, დამტკიცდა პროექტი ყველგანმავლების წარმოების შესახებ და ბიუჯეტი 500 მილიონი დოლარია.

საინტერესოა, რომ ტრადიციულ აგრეგატთან დაკავშირებული ძირითადი ინვესტიციები სრული ზომის ყველგანმავლებსა და პიკაპებს უკავშირდება.

ასეთი ავტომობილები General Motors-ის გაყიდვებისა და მოგების დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ 500 მილიონს დაახარჯავენ ქარხანას რომელიც  Chevrolet Tahoe-ს, GMC Yukon-სა და Cadillac Escalade-ს უშვებს, ხოლო 788 მილიონ დოლარს Chevrolet Silverado HD-ისა და GMC Sierra HD-ის კონვეიერების განახლებას მოახმარენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები