LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-ის უპილოტო ტაქსით გამოძიება დაინტერესდა

109
cruise

General Motors-ის სტარტაპის Cruise-ის საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო. კომპანიით ერთდროულად ორი ფედერალური სააგენტო დაინტერესდა – იუსტიციის სამინისტრო და ფასიანი ქაღალდების კომისია. მიზეზი კი გახდა სან-ფრანცისკოში მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ქალი დაზარალდა. ინციდენტის შემდეგ Cruise-მა უპილოტო ტაქსების ექსპლუატაცია შეწყვიტა და მიჩიგანის ქარხანაც გააჩერა.

Cruise-ის რობო-ტაქსი, რომელიც სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე დადიოდა, ავარიის მონაწილე არაერთხელ გამხდარა. ინციდენტი, რომელშიც ქალი დაზარალდა, თავდაპირველად სხვა მძღოლის გამო მოხდა: ის ქალს დაეჯახა და წაქცეული ქვეითი უპილოტოს ბორბლებში აღმოჩნდა. ტაქსიმ ადამიანი ვერ ამოიცნო და რამდენიმე მეტრი ათრია.

იყო ასევე ავტო საგზაო შემთხვევა სახანძრო ავტომობილის მონაწილეობითაც, სატრანსპორტო კოლაფსიც, როცა 10-მდე უპილოტო ავტომობილი ერთდროულად გაითიშა და ქუჩებში საგზაო მოძრაობა გააჩერა.

ამ შემთხვევების ფონზე კალიფორნიის სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტმა Cruise-ს ლიცენზია შეუჩერა და გამოძიებაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები