Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გენადი არველაძემ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძემ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

116
გენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც ლონდონში გაიმართა.

„გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით პრიორიტეტულია. განვიხილეთ ორმხრივი ვაჭრობის დამატებითი ხელშეწყობის საკითხი და ვფიქრობ, ამ კუთხით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. ასევე ვხედავთ საქართველოში ბრიტანეთიდან უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას, რის შესახებაც საუბარი წარიმართა ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაცვალეს ინფორმაცია ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ გამოწვევებზე, შეთანხმების ფარგლებში არსებული ქვეკომიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვებასა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებას, ქართველი ექსპორტიორების და საექსპორტო პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვების გამარტივებას,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს როგორც სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელშეწყობას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთში, ევროკავშირის მსგავსად, შესაძლებელია ზოგიერთი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, მათ შორის, თაფლის ექსპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები