LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე – ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარე წელს წარმატებით დავასრულოთ

126
გენადი

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, რომელსაც ხელი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სუნგგინ ჩანგმა მოაწერეს. ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება.

გენადი არველაძის შეფასებით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები. 

„კორეის რესპუბლიკა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი გახლავთ, რომელიც მაღალი კონკურენციით და  მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა, შესაბამისად, ამ პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენი საექსპორტო პროდუქციის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით განთავსება ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან მოლაპარაკება წარმატებით უკვე მიმდინარე წელს დავასრულოთ. ასეთი მოლოდინის საშუალებას მიმდინარე რაუნდზე მიღწეული შედეგები გვაძლევს. კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკაში დიდია დაინტერესება საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართაც, რაზეც ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდაც მეტყველებს (ზრდა 191%)“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების რაუნდის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები