Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
”გემოვანი”: ბრენდი, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს გააერთიანებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გემოვანი”: ბრენდი, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს გააერთიანებს

465

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან. ”გემოვანის” ნაწარმი ბაზარზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება და ის მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ ხორცპროდუქტებს, რძესა და რძის ნაწარმს, პურს, პარკოსნებს, მარცვლეულსა და სხვა დასახელების პროდუქტს წარმოუდგენს.
როგორც ”ფორტუნას” პროექტ ”გემოვანის” იდეის ავტორმა და კომპანია ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, პროქტის მთავარი მიზანი წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა.

”პირველი პროდუქტი, რომელიც ”გემოვანის” პროექტის ფაგლებში გამოვუშვით ეს ”მზეთამზეს” პურია, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამას გარდა, დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით მოსახლეობას და ვსწავლობთ ძველ, ტრადიციულ მეთოდებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები რძის, ხორცპროდუქტების და სხვა პროდუქციის წარმოებისას იყენებდნენ. მაგალითისთვის, ამ ეტაპზე ვსწავლობთ სვანურ წითელ კარტოფილს, რომელის მოყვანაც ძალიან მარტივია და კარტოფილის ეს სახეობა გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”გემოვანის” ბრენდით გამოსული პროდუქციის მახასიათებელი სწორედ განსაკუთრებული და გამორჩეული გემო იქნება.

ამასთან, როგორც ”გემოვანის” იდეის ავტორმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს.
”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლოს პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის ძვირადღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით, მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”გემოვანის” დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე ექსპერიმენტები ტარდება, ჯერჯერობით უცნობია პურის შემდეგ, ”გემოვანის” ბრენდით, რომელი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა ეს 2017 წლის ბოლოს მოხდება. ამასთან, ირაკლი ჩავლეშვილი დარწმუნებულია, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქტით უცხოელებიც დაინტერესდებიან და ”გემოვანი” ექსპორტზეც გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები