LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest-ზე დასასწრები ბილეთები გაიაფდა

30

Ardaidardo.Geანაკლიაში, ფესტივალ Gem Fest-ზე დასასწრები ბილეთები გაიაფდა. როგორც ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა აცხადებს, მათი მიზანია, რომ Gem fest-ს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს.

„ფესტივალი შედგა. უკვე იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ვვარაუდობდით, მითუმეტეს, რომ წინ ჯერ კიდევ მთელი კვირაა დარჩენილი. ექსკლუზიურად გაცნობებთ, რომ ხვალიდან ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გაიაფდება, უფრო კონკრეტულად კი განახევრდება: ერთჯერადი შემოსვლა 100-ის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, ხოლო multi pass-ის ღირებულება 200-ის მაგივრად 100 ლარი გახდება. ამ ყველაფრის მიზანია, ყველა ადამიანს, ვისაც დასწრების სურვილი ჰქონდა, მოვიდეს და ისიამოვნოს.

ფესტივალის ორგანიზებით არის აღფრთოვანებული არმინ ვან ბიურენი, მან ანაკლია „ახალ იბიცადაც“ მოისენია. იმედი მაქვს, Gem Fest საქართველოს ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს“-განაცხადა გიორგი სიგუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები