LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

80

GEM Fest- ზე დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტ ბაქარ კორშიას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ არსებითი განხილვის გარეშე მიიღო. მსჯავრდებულს, ასევე 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ბაქარ კორშია დანაშაულს აღიარებს. მათ შორის მარიხუანას მოხმარებას, რის გამოც წინა სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით 500 ლარით დაჯარიმდა.

ანაკლიაში გამართულ GEM Fest-ზე “თეთრი ხმაურის” აქტივისტი ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები