Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს “არტ პლატფორმას” მიერ ჩატარებული ელექტრონული ფესტივალის Gem Fest ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.