LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

187
იოსებ-ბურჯანაძე

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

ვიდეო: ვრცელდება გელათის ტაძრის წინამძღვრის მიმართვა: „განსაცდელი მოგვშორდება და სამადლობელი მოგვეცემა“

„დამწვარი აქვს ორივე ქვემო კიდური, ასევე მუცლისა და წელის მიდამო“ – გელათის ტაძრის წინამძღვარი ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

„დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

✝️დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა…Posted by ქუთაის-გაენათის ეპარქია on Sunday, January 29, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები