LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა.. პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ მკაცრად მარხულობდა“ – რას წერენ გარდაცვლილ არქიმანდრიტზე

330
Untitled design (1)

15 იანვარს გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე 30 იანვარს გარდაიცვალა.

გელათის მამათა მონასტრის წინამძღვარზე სოციალურ ქსელში მოქალაქე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო.

ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა. ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული“, – წერს ნანა ორმოცაძე.

ჩაგეწერები, ოღონდ ჯერ ილოცე ჩემთან ერთადო… იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო: ირაკლი ვაჩიბერაძე გარდაცვლილ არქიმანდრიტზე

შეგახსენებთ, გელათის მონასტერში, კელიაში ხანძარი 15 იანვრის ღამით გაჩნდა. შემთხვევის დროს ტაძრის წინამძღვარმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

დაშავებული წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები