LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელაშვილი: როცა სააკაშვილი ციხეში შეიყვანეს, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო

369
55555

თვითონაც იციან, რომ ის არის კრიმინალი, მიხეილ სააკაშვილს სხვანაირად ვერ გაამართლებენ და ამიტომ ეძახიან პოლიტპატიმარს. – ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, გუშინდელი დღე მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„16 წელიწადია იმას ველოდი, რაც გუშინ მოხდა. ჩემთვის ეს დადებითი ემოციები იყო, იმიტომ რომ 16 წელი ვიყავი მოლოდინის რეჟიმში.

ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე, გუშინდელი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს ციხეში“, – განაცხადა გელაშვილმა.

შეგახსენებთ, 2005 წლის ზაფხულში, გაზეთმა „რეზონანსმა“ იმ დროს პარლამენტის წევრ რესპუბლიკური პარტია ვალერი გელაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებები გააკეთა.

საქმე ეხებოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობას. 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. დეპუტატმა თავდასხმა ინტერვიუს და პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშსწორებას დაუკავშირა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები