LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა დუმბაძე: ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ უცხოეთში დაღუპული თანამემაულე გადმოასვენოს

80

საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, რომ უცხოეთში დაღუპული თანამემაულე გადმოასვენოს, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრუელბის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ ქართული დიასპორების მიერ ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი პირველ პრობლემად სახელდებოდა.

„შეიძლება ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ჩვენი თანამემამულეები მაცივრებში დასვენებული არიან თვეების განმავლობაში. ამ ჟესტით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრ ჭირისუფალს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ხალხი ქართულ მიწას დაუბრუნდეს. ჩვენი ძვირფასი თანამემამულეები ხშირად სკაიპის მეშვეობით კაპიკ-კაპიკს აგროვებდნენ მიცვალებულების გადმოსასვენებლად. ამიტომ, მართლაც უამრავ ოჯახს მოუტანს შვებას ეს ისტორიული გადაწყვეტილება”, – განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს სოციალური კუთვნილების მიუხედავად. საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა კი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალება.