LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის საშობაო საღამო ბენდის თანხლებით გაიმართება

1887
news12721

„ბასიანის“ მომღერლის, გელა დონაძისა და მისი მეუღლის, კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ანუკა ცქვიტინიძის ერთობლივი საღამოები სულ უფრო მეტ მსმენელს იკრებს. ახლახან მათი ორი კონცერტი გაიმართა და ორივემ ანშლაგით ჩაიარა. ორივე ღონისძიების ორგანიზატორი „ფეისბუქ“-ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“ და მისი დამფუძნებელი, ანი კავლელიშვილი გახლდათ.

რესტორან „ოტიუმში“ საშობაოდ, 7 იანვარს, მუსიკალური წყვილი კიდევ ერთხელ დაატკბობს მსმენელს ნაცნობი ქართული ჰანგებით.

ანი კავლელიშვილი:

როდესაც ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“ შევქმენით, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ეს ვირტუალური სივრცე ამდენ სიყვარულსა და დადებით ემოციას გააერთიანებდა.

ვუსმენდი ამ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ მომღერლებს და მენანებოდა ეს საოცარი შესრულება მარტო ჩვენთან გასაჟღერებლად. პანდემიამ ჩვენი ცხოვრება ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა და ლოგიკური იყო, რომ შეიძლებოდა, ასე ონლაინ დაგვეპატიჟებინა ხალხი ჩვენთან და ერთად მიგვეღო სიამოვნება ამ საოცარი შესრულებებით.

ჩვენი ჯგუფის ვარსკვლავური წყვილი – ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე ისეთი დიდი სიმპათიით სარგებლობენ, უკვე ხალხი გვსაყვედურობდა, ან სახლში შემოგვიშვით, ან სადმე კონცერტი ჩანიშნეთო.

ანუკის და გელას ორი წარმატებული კონცერტი გაიმართა ჩვენი ჯგუფის ეგიდით. სავსე დარბაზი, უამრავი ემოცია, სიყვარული და აპლოდისმენტები საოცარი სტიმულია შექმნა ახალი, გააცოცხლო ძველი და იარო სულ წინ, სიყვარულით სავსე მსმენელისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კონცერტი “სოლდ აუთი” იყო, მაინც უამრავმა ადამიანმა ვერ მოახერხა მოსვლა.

გვთხოვენ საახალწლო ღამის ერთად გატარებას… და ახლა ამაზეც დავიწყეთ ფიქრი.

თუმცა რაც უკვე ცნობილია – შობას, 7 იანვარს ერთად გავატარებთ რესტორან „ოტიუმში“. საშობაო განწყობითა და პროგრამით.

ეს არ იქნება უბრალოდ კონცერტი, ეს იქნება შობის ჯადოსნური საღამო.

სულ ახლახან ძალიან საინტერესო მუსიკოსს, ვირტუოზ პერკუსიონისტს, დანიელ საიეღს შევხვდით. გელასთან ერთად ისეთი საინტერესო მუსიკალური ექსპრომტი შედგა, ვფიქრობ, ამის არგაჟღერება არ გამოვა. სწორედ ამიტომ, დანიელი შეგვპირდა, რომ საშობაო კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ჩამოფრინდება და თავის ელფერს შესძენს საღამოს.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი დიდი სურვილია, ანუკის და გელას პროგრამას ბენდი შემოუერთდეს, რაც ვფიქრობთ, კონცერტს ძალიან საინტერესოს და ენერგიით სავსეს გახდის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები