LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

111
გელა

გელა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ.

“პეკინის 14, გასვენება ხუთშაბათს 2 საათზე სახლიდან”,- ნათქვამია გარდაცვლილის შვილის, თეონა ჩარკვიანის “ფეისბუქ” პოსტში.

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

„ერთად. შენ მიუტან წყალს…“ – როგორ ეხმაურებიან ოჯახის წევრები გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას

პრემიერი: გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პიროვნული ხიბლი განაპირობებდა

სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანს ემოციურად ემშვიდობება: “სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან”

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს.

ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. 2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე).

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები