Instagram-ის მომხმარებელმა ნიკით pogforever ნამდვილი Lamborghini Aventador-ი Xbox-ის სათამაშო კონსოლს მიუერთა. სუპერქარს Forza Motorsport 7-ის სარბოლო სიმულატორის სათამაშო პულტად იყენებს.
ფოტოებზე კარგად ჩანს სათამაშო კონსოლი, რომელიც ავტომობილთან არის მიერთებული, ასევე პროექტორი და კომპიუტერი, რომელიც სავარაუდოდ იმ მონაცემებს ამუშავებს, რომელსაც კუპეს საბორტო სისტემებიდან იღებს და Xbox-ს გადასცემს. კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს სუპერქარი კონსოლთან, უცნობია.
Lamborghini Aventador აღჭურვილია 12 ცილიდრიანი ატმოსფერული ძრავით, რომლის მოცულობაც 6,5 ლიტრია. ძრავი 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ას კილომეტრს კი 2,9 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს შეადგენს.
რაც შეეხება სარბოლო სიმულატორს, Forza Motorsport 7-ს, ის Forza-ს სათამაშო სერიის მეათე ნაწილია. თამაში 700 ავტომობილსა და 200 სხვადასხვა კონფიგურაციას აერთიანებს. გარდა ამისა, მოთამაშეებისათვის ხელმისაწვდომია 32 ლოკაცია, მათ შორის გამოგონებული ქუჩა დუბაიში. Forza 7 2017 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა.