ხმები იმის შესახებ, რომ 90-იანების გოგონების ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ ჯგუფი Spice Girls გაერთიანებას გეგმავს, უკვე დიდი ხანია დადის. ამ დღეებში კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, მელანი ბრაუნმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. „პოტენციურად ჩვენი გაერთიანება მოხდება. თუ რამეს გადავწყვეტთ, აუცილებლად განვაცხადებთ ოფიციალურად. ახლა იმას ვარკვევთ, გვჭირდება თუ არა საერთოდ ეს ყველაფერი. მომავალ წელს 20 წლის იუბილე გვაქვს და ვცდილობთ გავერკვეთ, გამოვა თუ არა ამისგან რამე კარგი“, – ამბობს მელანი.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად Spice Girls სრული შემადგენლობით 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა.