LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეფამ ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო

784

ახალმა სააფთიაქო კორპორაციამ ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო. „გეფა“-ს ორგანიზებით, ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კორპორაციამ „გეფა“, რომელიც აერთიანებს და მართავს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებს, ამავდროულად წარმოადგენს ყველაზე მსხვილ რითეილერს საქართველოში, ქართულ ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფარმაცევტებს სპეციალური ჯილდოები გადასცა .

როგორც ”ფორტუნას” ”გეფადან” აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თსსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული, უკვე შემდგარი და მომავალი თაობის ფარმაცევტები.

„განათლებამ და პროფესიონალიზმმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მომავლისთვის. მეწარმეებმა ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და განვითარებული იყოს ეკონომიკა. დღევანდელი საღამო იმის დასტურია, რომ ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თანამშრომლებთან. ამ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. თუ გულწრფელები და ღიები ვიქნებით ერთმანეთთან, უფრო კარგად დავინახავთ პრობლემებს და შევძლებთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმატების მიღწევაში მეტად დაგვეხმარება”, – განაცხადა კოპანია „გეფა“-ს გენერალურმა დირექტორმა ენრიკო ბერიძემ.

დავით კილაძე – კომპანია „გეფა“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. გავიხსენეთ ის ფარმაცევტები, ვის მხრებზეც, ათწლეულის განმავლობაში გადაიარა ფარმაცევტულმა დარგმა საქართველოში. თვითონ საღამო იყო ძალიან ამაღელვებელი, უნიჭიერესი ქართველი შემსრულებლების და ძალიან კარგი მუსიკის თანხლებით. ყველაზე მთავარი და კარგი ისაა, რომ ასე იწყება მეგობრობა და საერთოდ, ყველა დიდი საქმე“.

ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს შემდეგმა მუსიკოსებმა: ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი „ინსაითი“, სიმფონიური ორკესტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები