LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის სისტემა განახლდა

715

.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის სისტემა განახლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ”კავკასუს ონლაინი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ.

”კავკასუს ონლაინი საერთაშორისო ორგანიზაცია ICANN-ის მიერ აკრედიტირებული კომპანიაა, რომელსაც აქვს ავტორიზაცია, განახორციელოს საქართველოსთვის გამოყოფილი ზედა დონის .GE დაბოლოების მქონე დომენური სახელების ადმინისტრატორობის ფუნქცია.

კავკასუს ონლაინი მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა .GE დომენის ადმინისტრატორსა და ექსკლუზიურ რეგისტრატორს, მიმდინარე წლის 16 აპრილიდან კი ძალაში შევიდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები (http://registration.ge/Content/Docs/Regulation.pdf) და სისტემა, რაც  ადმინსტრატორ/რეგისტრატორის მოდელის შექმნას გულისხმობს.

განხორციელებული ცვლილება.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში შესაბამისობაშია  საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და ზოგადად, ინტერნეტის გამოყენების სხვადასხვა სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარებას.

.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებულ წესებზე მუშაობის პროცესში კავკასუს ონლაინმა აქტიურად ითანამშრომლა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა განახლებული, საერთაშორისო საუკეთესო პარქტიკის შესაბამისი რეგულაციები. პროცესი მუდმივად განახლებადია, ამიტომ სისტემის სრულყოფაზე მუშაობა კვლავ გრძელდებადაინტერესებულ პირებთან (stakeholders) ერთად.

2018 წლის 16 აპრილიდან რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული შემდეგი კომპანიები: შპს “სქილერსი”,შპს “პროსერვისი”,შპს “ქლაუდცხრა”,  შპს “კავკასიისდომენებისრეგისტრატორი”, შპს “დომენები.ჯი”, შპს “რეგნესტ”, შპს “გლობალგე”, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა”, შპს “სერვ.ჯი”.

დომენური სახელის რეგისტრაცია, რეგისტრაციის განახლება, საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ტექნიკური მახასიათებლების ცვლილება, დომენური სახელის გადაცემა, რეგისტრატორის ცვლილება -ეს აკრედიტირებული რეგისტრატორების ის ფუნქციებია, რომელსაც საკუთარი ვებგვერდების მეშვეობით ონლაინ რეჟიმში ახორციელებენ.

ცვლილების თანახმად, კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას,  წყვეტს რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. თუმცა, ადმინისტრატორი კვლავ უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ასევე ინფორმაციის უსაფრთხო შენახვას და დამუშავებას. ადმინისტრატორი პასუხისმგებელია თითოეული რეგისტრანტისათვის შეუფერხებელი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე. ასევე პასუხისმგებელია პროცესის გამჭვირვალობაზე, სანდოობასა და რეგისტრაციების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები