LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გა­უ­საძ­ლი­სია, რო­დე­საც კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს” – რას წერს შატილის ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედა

423
BeFunky-collage (1)

შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა ხატია დევსურაშვილი, რომელიც საბედისწერო ტურში დასთან ერთად მოგზაურობდა. ხატიას და – მედეა დევსურაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: “ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?”

შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ გოგოების დედა ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“იცით, მე კიდევ ველოდები მედეას, ველოდები და კარებისკენ ვიხედები- ეხლა შემოვა ღიმილიანი, ხალისიანი, ციმციმა თვალებით, მომიალერსებს, ხელებს გაშლის და ჩამეხუტება სიტყვებით- “დე მიყვარხარ”. მეც მაგრად მივიკრავ გულზე ისე, როგორც პატარაობისას ვიკრავდი და ვეფერებოდი- დუჩიკო, გენაცვალოს დედა მეთქი. ველოდები ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. ერთი კვირის წინ მოვიდა, მართლა, გამთენიისას მოვიდა, ზურგით ვიდექი, რაღაც არომატი ვიგრძენი, მივხვდი- მოვიდა, გამიხარდა, სიხარულით ორჯერ წავიღიღინე- ” ჩეემი დუჩიკო მოსულაა, ჩეემი დუჩიკო მოსულაა” და შემოვტრიალდი. ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო, სახე ანათებდა, ბედნიერად იღიმებოდა, ძალიან გახარებული იყო, ჩავეხუტე, ახალი ფეხსაცმელი ეცვა, ყვითელი, ახლად გაპრიალებული. ამ დროს ქუჩაში მანქანამ ხმაურით გაიარა და გამაღვიძა…ისეთი ბედნიერი და სავსე ვიყავი, ცოტა ხნით გულის სიცარიელე რომ შეივსო, ის სიცარიელე, რაც 23 აგვისტოს შემდეგ მედეასთან განშორებამ დამიტოვა. უკიდეგანო სიცარიელე! უკუდეგანო ტკივილი! უკიდეგანო მონატრება! რატომ! რატომ! რატომ! – გაუსაძლისია, როდესაც კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რატომ არ შემიძლია დღეს ჩემი ლამაზი შვილი გულში ჩავიკრა, რატომ არ შემიძლია მის ფერიასავით მშვენიერ სახეს სიამაყით ვუყურო და დავტკბე… ?მედეა უფალთან არის, და ზუსტად ვიცი რომ უფალი მფარველობს მას, არ დატოვებს უნუგეშოდ, მედეა ანგელოზია!?”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები